Saturday, October 27, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრეგიგნი დავიწყეთ წინა დღეს განხილული საკითხების განმეორებით. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. შემდეგ განვიხილეთ მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებსა და მიზნებს რომ მივაღწიო, უნდა გამოვიყენო მოსწავლეთა სასწავლო პოტენციალი. ვიმუშაო მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე. ისე დავგეგმო პროექტი, რომ ყველა მოსწავლეთა საჭიროება გავითვალისწინო.შემდეგ დავხვეწეთ პროექტის გეგმა.
დღე დატვირთული და შინაარსიანი იყო.
Friday, October 26, 2018
მექვსე დღის რეფლექსია
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ კვლავ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობა და ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენაზე.ამის შემდეგ დავათვალიერეთ და გნვიხილეთ სხვადასხვა გეგმები, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, ბოლოს კი განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩვენთვის საჭირო რუბრიკები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში.დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.
Sunday, October 14, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია .მოდული II
დღევანდელი დღის ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო რადგან შედარებით უფრო ღრმად და კონკრეტულად გავეცანი შეფასების სტრატეგიებს რომელიც 5 ძირითად კატეგორიას მოიცავს,დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.რომელიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს.სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის.
დავიწყე ფიქრი როგორ გავაკეთო პრეზენტაცია ჩემ საგაკვეთილო პროექტზე.
დავიწყე ფიქრი როგორ გავაკეთო პრეზენტაცია ჩემ საგაკვეთილო პროექტზე.
Saturday, October 13, 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას.ღევანდელი ტრენინგის მოდული როგორც წინა მოდულები იყო საინტერესოოო და ნაყოფიერი.
Sunday, October 7, 2018
პირველი დღის რეფლექსია
დღეს გავეცანი ბევრ საინტერესო მეთოდს. კერძოდ google drive ს გამოყენებას სადაც
შევძლებ საქახალდეების და ფაილების შენახვას , .სასწავლო პროექტების დაგეგმვა ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით.რომელსაც ხშირად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში!. ვისწავლე ბროშურების დამზადება.
ტრენინგის ეს დღე იყოო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესოო. ტრენერსაც არაჩვეულებრივად მოქონდა ჩვენამდე სათქმელი,ადვილი და გასაგები ენით.კმაყოფილი ვარ.
Friday, October 25, 2013
1პროექტის სახელწოდება:" თამბაქოს ზემოქმედება ადამიანზე"

2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მწეველი და გარემო, რას ნიშნავს იყო ჯამრთელი და როგორ შევინარჩუნოთ იგი.
3. პროექტის აქტუალობა :თამბაქოს ავთვისებიანობის გაანალიზება და შესწავლა,
რა ზიანის მოაქვს თამბაქოს გამოყენებას.
4.პროექტის მიზანი:.მოსწავლებაა გააანალიზონ თუ რა დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს თამბაქო და მასზე დამოკიდებულება,შევძლოთ დავარწმუნოთ ახალგაზრდა თაობა მის მავნებლობაში
5.მოსწავლეთა ასაკი.14- 16 წელი
6.ვადები ხანგრძლივობა: 1- თვე
7.მოსალოდნელი შედეგები.:შეიქმნება საიტი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლვის შედეგებს,დაამზადებენ კედლის გაზეთს, ინტერნეტ ფორუმის საშუალებით პროექტის მონაწილეენი გაუზიარებენ შეხედულებას თავიანთ თანატოლებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ბიოლოგის სახელმძღვანელო და სხვა დასხვა სამედიცინო ლიტერატურა
9.პროექტის მსვლელობა:
- სკოლაში მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აწარმოებს კვლევას არსებული პრობლემის შესახებ:
- რა მომქედი სამართლებრივი შეზღუდვები არსებობს თამბაქოს მომხმარებლებზე?
- როგორია აქტიურ მწეველთა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფები
- როგორია მსოფლიოში და საქართველოში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკური მონაცემები?
- რამდენად ეფექტური არის სკოლის ადმინისტრაციის მიერ დღემდე გატარებული ღონისძიებები?
- როგორია სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულება თამბაქოს მომხმარებლებისადმი?
- რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს თამბაქოს მოხმარება მოზარდის ჯნმრთელობაზე?
- რა გზა არსებობს ამ სენისაგან თავის დასაღწევად?
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააქტიურებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მოაწყობენ მარათონს დევიზით: ,, ცხოვრება თამბაქოს გარეშე". მოუსმენენ მოძღვარს, ფსიქოლოგს.
დისკუსიები, ინტერვიუები, ესების კონკურსი, ნახატები, ბუკლეტების დაზადება, გუნდური წერა თემაზე: ,, თამბაქოს მოწევა მოდა თუ მავნე ჩვევა
10.პროეტის ხელმძღვანელი: ლანა გოგონაძე
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lana.gogonadze@gmail.com
12.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : gogonadzee.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
