Saturday, October 27, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია



ტრეგიგნი დავიწყეთ  წინა დღეს  განხილული საკითხების  განმეორებით. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. შემდეგ განვიხილეთ მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებსა და მიზნებს რომ მივაღწიო, უნდა გამოვიყენო მოსწავლეთა სასწავლო პოტენციალი. ვიმუშაო მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე. ისე დავგეგმო პროექტი, რომ ყველა მოსწავლეთა საჭიროება გავითვალისწინო.შემდეგ დავხვეწეთ  პროექტის გეგმა.
დღე  დატვირთული და შინაარსიანი იყო. 

მოსწავლის სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

Friday, October 26, 2018

მექვსე დღის რეფლექსია

მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ კვლავ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობა და ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენაზე.ამის შემდეგ დავათვალიერეთ და გნვიხილეთ სხვადასხვა გეგმები, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, ბოლოს კი განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩვენთვის საჭირო რუბრიკები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში.დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, October 14, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია .მოდული II

დღევანდელი დღის ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო რადგან შედარებით უფრო ღრმად და კონკრეტულად გავეცანი შეფასების სტრატეგიებს რომელიც  5 ძირითად კატეგორიას მოიცავს,დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.რომელიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს.სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. 
   დავიწყე ფიქრი როგორ გავაკეთო პრეზენტაცია  ჩემ საგაკვეთილო პროექტზე.

Saturday, October 13, 2018

მესამე დღის რეფლექსია


   დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას.ღევანდელი ტრენინგის მოდული როგორც წინა მოდულები იყო საინტერესოოო და ნაყოფიერი.

Sunday, October 7, 2018

პირველი დღის რეფლექსია




დღეს  გავეცანი ბევრ საინტერესო მეთოდს. კერძოდ google drive ს გამოყენებას სადაც
შევძლებ საქახალდეების და ფაილების შენახვას , .სასწავლო პროექტების დაგეგმვა ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით.რომელსაც ხშირად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში!. ვისწავლე  ბროშურების დამზადება.
   ტრენინგის ეს დღე იყოო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესოო. ტრენერსაც  არაჩვეულებრივად  მოქონდა ჩვენამდე სათქმელი,ადვილი და გასაგები ენით.კმაყოფილი ვარ.