Sunday, November 4, 2018

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს შევაჯამეთ ინტელის  სასწავლო კურსი .კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო .ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ ჩვენი სასწავლო  პროექტის პრეზენტაციები რის შემდეგაც ერთმანეთის მიმართ უკუკავშირი გამოვხატეთ კომენტარით.ვთვლი რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ისევე როგორც მთლიანი სასწავლო კურსი ინტელის ტრენინგისა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ენერგიულ ტრენერს ქ-ნ მაია უფლისაშვილს

Saturday, October 27, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია



ტრეგიგნი დავიწყეთ  წინა დღეს  განხილული საკითხების  განმეორებით. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. შემდეგ განვიხილეთ მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებსა და მიზნებს რომ მივაღწიო, უნდა გამოვიყენო მოსწავლეთა სასწავლო პოტენციალი. ვიმუშაო მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე. ისე დავგეგმო პროექტი, რომ ყველა მოსწავლეთა საჭიროება გავითვალისწინო.შემდეგ დავხვეწეთ  პროექტის გეგმა.
დღე  დატვირთული და შინაარსიანი იყო. 

მოსწავლის სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

Friday, October 26, 2018

მექვსე დღის რეფლექსია

მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ კვლავ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობა და ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენაზე.ამის შემდეგ დავათვალიერეთ და გნვიხილეთ სხვადასხვა გეგმები, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, ბოლოს კი განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩვენთვის საჭირო რუბრიკები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში.დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, October 14, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია .მოდული II

დღევანდელი დღის ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო რადგან შედარებით უფრო ღრმად და კონკრეტულად გავეცანი შეფასების სტრატეგიებს რომელიც  5 ძირითად კატეგორიას მოიცავს,დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.რომელიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს.სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. 
   დავიწყე ფიქრი როგორ გავაკეთო პრეზენტაცია  ჩემ საგაკვეთილო პროექტზე.